пятница, 26 апреля 2013 г.
четверг, 25 апреля 2013 г.
საქართველოს
მთები და ტურიზმი
1.პროექტის სახელი:
საქართველოს მთები და ტურიზმი.
2.პროექტის აღწერა:
მოსწავლეებმა უნდა აირჩიომ საქართველოს რომელიმე მთის კურორტი,ახსნან რამდენად შესაძლებელია
განვითარდეს მოცებულ ობიექტზე ტურისტული ინდუსტრია, მოიყვანონ დამაჯერებელი არგუმენტები.
მოსწავლეები მოიძიებენ ტურისტულ ობიექტებს,გამოიკვლევენ მათ ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას,
ღირშესანიშნავ ადგილებს, ბუნებას.შეადგენენ ტოპოგრაფიულ რუკებს სადაც აღნიშნული იქნება
სატრანსპორტო გზები (ბილიკები, საავტომობილო გზები), სასტუმროები და ა.შ. ადგილის შესახებ
ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოიძიებენ არქეოლოგიური მასალას, მოსახლეობასთან გასაუბრებით
ჩაიწერენ ძველ ლეგენდებს, თქმულებებს.
3. მოსწავლეთა ასაკი:
14-15 (IX კლასი)
4.ვადების ხანგრძლივობა:
5-6თვე.
5.პროექტის აქტივობები:
ინფორმაციის შეგროვება,როგორც დამხმარე ლიტერატურიდან, ასევე ინტერნეტის საშუალებით.ინფორმაციის
დამუშავება,ანალიზი. ტოპოგრაფიული რუკების, პლაკატების დამზადება. პრეზენტაცია.
6. მოსალოდნელი შედეგები:
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის,ინფორმაციის ძიების, დასაბუთების,უნარ-ჩვევების განვითარება.
7.სასარგებლო სხვებისათვი:
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევა.გააცნობიერებენ
საზოგადოებრივ საქმიანობაში ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას.
8.საგნობრივ ჯგუფებთან
კავშირი:
ისტორია- გაეცნონ
მოცემული ობიექტის ისტორიას.
გეოგრაფია-გაეცნობიან
ამ მხარის ბუნებას.
ლიტერატურა-წარმოაჩენენ
შემოქმედებით შესაძლებლობებს, ლექსებს,ჩანახატებს, ლეგენდებს.
რელიგია-შეისწავლიან
მოცემული მხარის ადათ-წესებს.
ხელოვნება-გამოიკვლევენ
ისტორიულ ძებლებს,არქიტექტურას.
პროექტის ავტორი:
ირმა კვესელავა
ელ ფოსტა:irmakveselava12@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)